ირაკლი კობახიძე - 10-დღიანი, ორკვირიანი სივრცე გვაქვს, რომ მოლაპარაკებები შედგეს და თუ შეთანხმების რესურსი არის, მივაღწიოთ შეთანხმებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ორკვირიანი პერიოდი არსებობს იმისთვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები შედგეს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიების ნაწილის მიერ პარლამენტისთვის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართვის თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისინი კვლავ დეპუტატებად ითვლებიან. კობახიძის თქმით, მანდატები უკვე გაუქმებული რომ იყოს, სხვა მოცემულობა იქნებოდა და შესაბამისად, ამ შემთხვევაში პარტიებთან საუბარს აზრი არ ექნებოდა.

„არის გარკვეული დრო დარჩენილი, ზოგიერთ შემთხვევაში 10 დღე, ზოგიერთ შემთხვევაში ორი კვირა. ამ დროის გამოყენებაც შეიძლება პროდუქტიულად, ვიდრე კონკრეტული პარტიებისთვის მანდატები არ არის გაუქმებული, მანამდე შეიძლება მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. უკვე რომ იყოს გაუქმებული და ვიყოთ დღეიდან ორი კვირის თავზე, არ ექნებოდა შესაბამის პარტიებთან საუბარს აზრი. თუ მაინც არ შემოდიან და ვერ შემოდიან პარლამენტში, მაშინ რა აზრი აქვს რაიმეზე საუბარს, ათი დღისა და ორი კვირის თავზე სხვა მოცემულობა იქნებოდა. დღეს რვავე პარტიის დეპუტატები კვლავაც დეპუტატებად ითვლებიან, ვიდრე პროცედურა არ დაიწყება, გარკვეული დრო არის განსაზღვრული რეგლამენტით.

მინიმუმ 10-დღიანი, ორკვირიანი სივრცე გვაქვს იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს და თუ შეთანხმების რესურსი არის, მივაღწიოთ შეთანხმებას“ , - აღნიშნა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა