ზურაბ ჯაფარიძე - უნდა დავწერო განცხადება მანდატზე უარის თქმაზე

პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, იქამდე, ვიდრე პარტიული სია ჩახსნილი არ არის, პარლამენტს რომ განცხადებით მიმართოს, პროცედურა დროში გაიწელება და ამიტომ დაელოდება და თუ "გირჩის" ფორმალური თავმჯდომარე სიას არ ჩახსნის, განცხადებას დაწერს.

“ცხადია, მე მანდატზე უარს ვამბობ. უბრალოდ, ჩვენ შემთხვევაში, რომ გავიყავით, „გირჩის“ ფორმალური თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია, მას უნდა დაეწერა სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება და შემდეგ, უკვე გამსვლელ ნაწილში ვინც იყო - 4 ადამიანს მიემართა პარლამენტისთვის, მე ვარ იმ ოთხ ადამიანში. მე რომ ახლა, ვიდრე სია არ არის ჩახსნილი დავწერო, რამდენადაც ვიცი, პროცედურა დროში გაიწელება. ველოდები, როდის შეიტანენ განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიის ჩახსნასთან დაკავშირებით. ცესკომ უნდა დააკმაყოფილოს და ამის შემდეგ განცხადებას დავწერ.

მე უნდა დავწერო განცხადება მანდატზე უარის თქმაზე, უბრალოდ, მე რომ ახლა ეს გავაკეთო პროცედურა დროში გაიწელება, ჯერ სია უნდა ჩაიხსნას და შემდეგ უნდა დავწერო განცხადება, როგორც ეს ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთეს. მათ ჯერ სია არ ჩაუხსნიათ. დაველოდები, თუ არ ჩახსნიან, დავწერ განცხადებას, დროში გაიწელება , თუ რაც იქნება, უკვე ჩემი პრობლემა არ იქნება" ,- განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო:ზურაბ ჯაფარიძე უახლოეს დღეებში განცხადების დაწერასა და სადეპუტატო მანდატზე ოფიციალურად უარის თქმას აპირებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა