მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 74 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი - 52 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 74 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით ინფიცირების 74 514 486 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 52 353 992 ადამიანი, 1 654 344 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 20 505 780 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო:მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 74 მილიონს, გამოჯანმრთელებულების რიცხვმა კი - 52 მილიონს გადააჭარბა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა