იაპონიაში დიდთოვლობის გამო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მოსახლეობის ნაწილი იზოლაციაშია მოქცეული, 10 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიიგატასა და გუნმას პრეფექტურებში, სადაც ბოლო სამი დღის განმავლობაში თოვლის სიმაღლემ დაახლოებით 2 მეტრს მიაღწია.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით შესაბამისი მინისტრები და სამსახურები დღეს საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელსაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგაც დაესწრება.

იხილეთ ვიდეო:იაპონიაში დიდთოვლობის გამო ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა