არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს ლექცია - "არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა და მისი მიღწევები განათლების სფეროში"

2020 წლის 12 დეკემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩომ საქართველოში, საამიროების განათლების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის დეპარტამენტთან კოორდინაციით, მოაწყო ონლაინ ლექცია თემაზე ,,არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალისხმევა და მისი მიღწევები განათლების სფეროში". ღონისძიება ჩატარდა არაბული ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 18 დეკემბერს აღინიშნება. ლექციას ესწრებოდნენ როგორც ორი ქვეყნის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არაბისტიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.

მომხსენებლებმა განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი თაობებისთვის პრაქტიკული და თეორიული უნარების გადაცემის საკითხი და სწავლების მეთოდები, რაც მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისა და წინსვლისთვის არის აუცილებელი.

ლექცია ასევე შეეხო ,,კოვიდ 19" პანდემიის პირობებში შექმნილ ვითარებას, სასწავლო პროცესის სწრაფი ადაპტაციის აუცილებლობის საკითხსა და იმ გამოწვევების გამკლავებას, რომელთა წინაშეც საგანმანათლებლო სისტემა მსოფლიოში კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე დადგა. ამ მიმართულებით სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს.

მომხსენებლებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის საუნივერსიტეტო განათლების სისტემის შესახებ და აღნიშნეს, რომ ქვეყნის დაარსების დღიდან უმაღლესი განათლების სფერო მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ცნობილია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ხარისხის თვალსაზრისით იკავებენ წამყვან ადგილს და სწორედ ამის გამო იპყრობს საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და სტუდენტების ყურადღებას.

არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ,,ჭკვიანი" განათლების სისტემის შემოღების შესახებ და ხაზი გაუსვეს, რომ მათი ქვეყნის განათლების სისტემაში ტრადიციულ დისციპლინებთან ერთად, ყურადღება ექცევა თანამედროვე ,,ჭკვიანი" სწავლების სფეროს განვითარებასა და ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებას ამ მიმართულებით. ამგვარი უნივერსიტეტებია: ჰამდან ბენ მუჰამედის სახელობის ,,ჭკვიანი" უნივერსიტეტი, რომელმაც თავის თავზე აიღო ხარისხისა და სამეცნიერო კვლევების კულტურის განვითარება ,,ჭკვიანი" სწავლების მეშვეობით, რითაც საამიროები დაწინაურდა მომავლის პროექტების განხორციელების სფეროსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაში. ასევე მნიშვნელოვანია მუჰამედ ბენ ზაიდის სახელობის ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი, რომელიც კონცენტრირებულია ამ სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და სპეციალური პროგრამების მომზადებაზე, რაც მიზნად ისახავს ამ მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის შეძენას, დაგროვებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. უნივერსიტეტში წარმოდგენილია როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამები.

უცხოელმა სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს თავიანთი ქვეყნის წარმატებაზე განათლების სფეროში, რაც გამოვლინდა, თავდაპირველად, არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის დაარსებით 1976 წელს, ხოლო შემდეგ მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის გახსნით (სახელწმიფო უნივერსიტეტები: ზაედის უნივერსიტეტი, უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლები, კერძო უნივერსიტეტები: ამერიკული უნივერსიტეტი შარჯასა და დუბაიში, აბუ დაბის უნივერსიტეტი, ხალიფას სამეცნიერო და ტექნოლოგიური უნივერსიტეტი).

ამასთანავე, აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის ინიციატივა კოსმოსურ სააგენტოსთან კოორდინაციით სასწავლო პროგრამის წამოწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესისთვის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას კოსმოსური კვლევების სფეროში ჩართულობის წახალისების მიზნით.

ასევე, ხაზი გაესვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური კვლევის სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური კვლევის სააგენტოსთან (ნასასთან) თანამშრომლობით, საამიროელ სტუდენტებს, სხვა მრავალი ქვეყნის სტუდენტებთან ერთად, ნასას სასწავლო პროგრამაში ჩართვის საშუალება მიეცათ.

მომხსენებლებმა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტის ფილიალი, როგორიცაა ფრანგული უნივერსიტეტი; ნიუ იორკის ამერიკული უნივერსიტეტი; ჰერიოტ-ვატის ბრიტანული უნივერსიტეტი; ვოლონგონგის ავსტრალიური უნივერსიტეტი; ბირლას ტექნოლოგიური ინსტიტუტი და სხვა.

ლექციის დასასრულს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არაბისტიკის დეპარტამენტის პროფესორმა, ქალბატონმა დარეჯან გარდავაძემ აღნიშნა, რომ საელჩოს ინიციატივით ჩატარებული ამგვარი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და გაღრმავებას განათლებისა და კულტურის სფეროში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა