ირმა ნადირაშვილი - მართალია, „ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, მაგრამ ეს „ოცნების“ წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა

ეს უფრო „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა და არა არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილი პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ტერმინი საყოველთაო ამნისტია გამოიყენა, თუმცა სინამდვილეში ესაა „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრება“.

ნადირაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტში ხელოვნურადაა დაჩეხილი მუხლები, რათა ამნისტია ბიძინა ივანიშვილისათვის არც ერთ არასასურველ ადამიანს და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს არ შეეხოს.

„მართალია, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ტერმინი საყოველთაო ამნისტია, მაგრამ როდესაც უფრო ღრმად ჩაიხედავ ამ საკითხში, ცხადი ხდება, რომ ეს უფრო „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ვალდებულებების გასტუმრებაა და არა არსი, რასაც ამნისტია გულისხმობს.

მუხლები ხელოვნურადაა დაჩეხილი ისე, რომ არცერთი არასასურველი ადამიანი, არც ერთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რომლებიც ახლა ციხეებშია გამოკეტილი, როგორც მძევლები და პირადი პატიმრები, არ მოხვდნენ ამ განთავისუფლების ფარგლებში და არ შეუქმნან პრობლემები ბიძინა ივანიშვილს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა