ხვალ საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა

ხვალ საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჰანს გლუკეს ვიზიტი 5-დღიანია და ამ პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორში განსახორციელებელ რეფორმებს, ასევე კოვიდინფექციის მართვის სტრატეგიას დაგეგმავენ.

„ხვალ ჩვენ გვყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი სტუმარი ჯანდაცვის სექტორისთვის. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლუგე ეწვევა საქართველოს. მას ხუთდღიანი ვიზიტი ექნება, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც წინა შეფასების კუთხით, ასევე მასთან შეთანხმებული იქნება ყველა შემდგომი სტრატეგია, რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდემიის კუთხით, არამედ გვექნება საუბარი ყველა იმ დაგეგმილ რეფორმზე, რომელიც გეგმაშია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ასევე, მასთან ერთად საქართველოში ვიზიტით იქნება ნინო ბერძული, ჩვენი თანამემამულე, პროგრამების ხელმძღვანელი, რომელთანაც ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება ყველა რეფორმაზე, საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არის დაგეგმილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს