ჯანდაცვის მინისტრი - მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზეა

საქართველოს ბაზარზე არსებულ პირბადეებს ყველა ის სტანდარტი აქვს დაცული, რომელიც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბაზარზე პირბადეები გარკვეული კონტროლის გავლის შემდეგ დაიშვება. “ჩვენს მოქალაქეებს შეუძლით სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზე არის. მე ვხმარობ ქართულ პირბადეს და როგორც ხედავთ ვარ დაცული, აქედან გამომდინარე, მთავარი არის მოხმარების ხარისხი, როგორ ვიყენებთ ჩვენ პირბადეს. კონკრეტულად ამ პირბადეებს აქვს დაცული ყველა ის სტანდარტი, რაც საჭიროა ადამიანის უსაფრთხოებისთვის. თავდაპირველად სანამ შემოდის პირბადე ის გადის გარკვეულ კონტროლს და კონტროლის შემდეგ დაიშვება. წარმოების პერიოდშიც ვიდრე წარმოება გადის ქსელში, ჩვენ ამაზე ვაძლევთ დასტურს, რომ შეიძლება გაყიდული იყოს აღნიშნული პირბადე”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ტიკარაძე - მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომლებიც დღეს ჩვენს ბაზარზეა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა