ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენელები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონპროექტი დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება. „იმდენად ზედმიწევნით არის ეს კანონპროექტი დამუშავებული, მათ შორის მუხლების დონეზე, რომ ჩვენ მუხლების მიმართულებით ცვლილებას არ ველოდებით. რაც შეეხება კითხვას, თუ ვის შეეხება, მუხლები, ეს არის დაკონკრეტებული და შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია. დაახლოებით 1000-მდე პატიმარს შეეხება ეს კანონპროექტი.

რაც შეეხება იმ 5 პირს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები „პოლიპატიმრებს“ უწოდებენ, მათ ეს კანონპროექტი არავითარი ფორმით არ ეხებათ“,-განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა საფუძველი აქვს ამ ინიციატივას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ „დღეს დროა, 1000-მდე პატიმარს ამნისტიის შესახებ კანონი შეეხოს“.

„ამნისტია არის პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამისილება. შედარებით ხშირად ხორციელდება ხოლმე სტანდარტულად ამნისტიის აქტი. თუ თქვენ ისტორიას გადახედავთ, პარლამენტში ამნისტიის ათეულობით კანონია მიღებული. საკმაოდ დიდი ინტერვალი გაჩნდა რეალურად და ჩავთვალეთ, რომ დღეს არის დრო იმისთვის, რომ 1000-მდე პატიმარს შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი.

მუხლებიც არის სათითაოდ განხილული იმისთვის, რომ მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება მიგვეღო“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან