იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა ონლაინ შეხვედრაზე საქართველოში კარტოფილის სექტორის განვითარების საერთაშორისო მიდგომები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ონლაინ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს.

„კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან (CIP) ჩვენს სამინისტროს და კერძო სექტორს თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს. სწორედ ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ქვეყანაში მყარად ვითარდება მეკარტოფილეობის დარგი, ინერგება ახალი ტექნოლოგიები და ჩნდება კარტოფილის ახალი ჯიშები. მთავრობა მხარს უჭერს და ხელმძღვანელობს კარტოფილის ფორუმის ჩამოყალიბებას, საქართველოში კარტოფილის სექტორში მდგრადობისა და მომგებიანობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, საქართველოში ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.

„მონაწილეობრივი საბაზრო ჯაჭვის მიდგომების (PMCA) დანერგვა და მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ფერმერებს საქართველოს ბაზარზე აწარმოონ სათანადო ხარისხისა და რაოდენობის კარტოფილი. ფორუმის შექმნის შედეგად, მივიღებთ მაღალი ხარისხის კარტოფილს და გაზრდილ შემოსავლებს. კარტოფილის სექტორის განვითარების გაგრძელება საქართველოს მთავრობის, ფერმერების, კერძო სექტორის ინვესტორების და სხვა საერთაშორისო დონორების პარტნიორობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კარტოფილის ფორუმი ყურადღებას გაამახვილებს ისეთ სფეროებზე, სადაც წარმოებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართ უფრო დინამიური შესაძლებლობები შეიქმნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო