საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა შეიზღუდება და გავრცელდება მხოლოდ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილსა და არასრულწლოვნის მშობელზე.

მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ამავე ცვლილებებით, საქართველოში 6 წლის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლების არსებობისას, უცხოელს შეეძლება დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელება. როგორც მთავრობა განმარტავს, ამით ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს გამოუსწორდება პრობლემა, რადგან მასზე აღარ გავრცელდება მოქალაქეობის ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნის ვალდებულება.

საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება აღარ იქნება გამოყენებული საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე განცხადების წარსადგენად დაწესებული 40-დღიანი ვადის შევსების მიზნით.

ასევე С კატეგორიის ორდინალური ვიზის საფუძველზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება. მხოლოდ აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ ასევე პირებს, რომლებიც არიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის უფლება.

თავშესაფრის მაძიებლებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათთვის საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უცხოელებს შეეზღუდებათ საქართველოში ცხოვრების უფლება.

საქართველოდან პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება არ შეჩერდება უცხოელის მიერ ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით.

ყველა ზემოთაღნიშნული ცვლილება “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შედის“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა