დღეისთვის საპენსიო სქემაში 1 102 695 მონაწილეა ჩართული, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს

დღეისთვის, საპენსიო სქემაში ჩართულია 1 102 695 მონაწილე, ფონდის ღირებულება კი მილიარდ 151 მილიონს აჭარბებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საპენსიო სააგენტოდან" აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 591-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 258-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 250-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 82-მა პირმა.

"საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო ხუთი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 113 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 10.9%-ში",-აღნიშნავენ "საპენსიო სააგენტოში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა