აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს

საბრძოლო ზონიდან დღემდე 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადაასვენეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეების საქმეთა სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ ელდარ სამედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ამოცანა ჰუმანიტარული მიზნით პატიმართა, მძევლებისა და ცხედრების გაცვლაა.

"მხარეებმა, უპირველეს ყოვლისა, დაიწყეს საბრძოლო ზონაში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით სამუშაოები რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხორციელდება. პროცესის დასაწყისიდან დღემდე, საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადაასვენეს. პროცესი გრძელდება", - განაცხადა სამედოვმა.

იხილეთ ვიდეო:აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა