აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის პროცესი 21 დეკემბრისთვის გადაიდო

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე იძულების, მუქარისა და ქრთამის შეთავაზებაში ბრალდებულების აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინასასამართლო პროცესი 21 დეკემბრისთვის გადაიდო. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულების ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე საკუთარი შუამდგომლობები წარადგინეს. ამასთან, ადვოკატები „ქართული ოცნების“ წევრების, ბექა დავითულიანისა და გიორგი ხელაშვილის დაკითხვას ითხოვენ.

“წინასასამართლო სხდომა გადაიდო 21 დეკემბრისთვის. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ბრალდების მხარის მიერ განცხადებულ დაუშვებულობის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თუ რატომ უნდა იყვნენ ის პირები მოწმედ დაკითხული სასამართლო პროცესზე, ვისზეც ბრალდების მხარე ითხოვს რომ მოხსნას მოსამართლემ, საუბარია ხელაშვილზე, ბესელიაზე, დავითულიანზე, ჩიხლაძეზე და ა.შ. და ჯერჯერობით გადაწყვეტილების გამოსატანად არ გასულა მოსამართლე, იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ დაგვრჩა გარკვეულწილად ჩამოსაყალიბებელი და დღევანდელი პროცესისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და ამიტომ გაგრძელდება 21 დეკემბერს”, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძეს და აკაკი კობალაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე და 339-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც იძულებას, მუქარასა და ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 10 დეკემბერს შეუცვალა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს