მამუკა მდინარაძე ელისო ბოლქვაძის განცხადებაზე - თუ სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ

დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ პარლამენტში ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს, - ასე უხმაურება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კოლეგის ელისო ბოლქვაძის ინიციატივას, პარლამენტში ფორტეპიანოს შეძენის თაობაზე.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის მიერ პიანინოზე დაკვრა საღლიცინო თემა არ უნდა ხდებოდეს.

„პარლამენტში რიგი ღონისძიებები იმართება. მაგალითად, ბავშვებს ვმასპინძლობთ ხოლმე ხშირად. მოგვიწვევია და გარკვეული ანაზღაურება დამჯდარა, როცა კარგ პიანისტს იწვევ. დიდი სიამოვნებით მივიღებდი მოცემულობას, რომ ბავშვებს, შშმ პირებს თავისი პროფესიის ასე პოზიტიურად გამოყენებით პარლამენტის წევრი გაუმასპინძლდეს. თუ თქვენ ძალიან სასაცილო ამბავი გგონიათ, როცა მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული პიანისტი პიანინოზე დაკვრაზე საუბრობს, მე ასე არ ვარ. ცოტა ადამიანური მომენტებიც რომ დავიტოვთ, „ფეისბუქზე“ პარტულმა სააგენტოებმა ვითომ დამცინავი და ძალიან ამაზრზენი პოსტები არ მიუძღვნან, კარგი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პაინისტმა ელისო ბოლქვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლებელია პარლამენტში შეიძინონ ფორტეპიანო.

„ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ და ამაზე ვიფიქროთ. მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო