აღმოჩნდა, რომ PTV იყო გაყალბებული და ამას ხსნიან მექანიკური შეცდომით, თქვენ თუ გჯერათ ამის? მე არასდროს დავიჯერებ, ეს არის ჩვეულებრივი სკანდალი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, PTV არის ისეთივე ზუსტი, როგორც ცესკო- ს მონაცემები, თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ შემთხვევაში, გაყალბდა.
„რაც არის ზუსტი და განსაზღვრავს შემდეგ პოლიტიკურ შედეგებს, ეს არის პირველ რიგში ცესკოს მონაცემები და არის ასევე ზუსტი მონაცემი პარალელური დათვლის ანუ pvt. ამ შემთხვევაში ეს ორი მონაცემი აცდა ერთმანეთს და როცა pvt 2,4 პროცენტით ცდება, ეს არ არის პატარა საქმე. აღმოჩნდა, რომ pvt იყო გაყალბებული და ამას ხსნიან მექანიკური შეცდომით, თქვენ თუ გჯერათ ამის? მე არასდროს დავიჯერებ და არ მგონია, ამ საქმეში ოდნავ სიღრმეში ჩასული რომელიმე მოქალაქე იჯერებდეს, რომ მექანიკური შეცდომა მოუვიდა ასეთ ავტოროტეტულ, საკმაოდ ძლიერ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციას, რომ უი, შემთხვევით გამორჩა ბათილი ბიულეტენები და ამან შეცვლა 2,4 პროცენტი. თქვენ ან ვინმეს თუ სჯერა, რომ შემთხვევით გამორჩა ბათილი ბიულეტენები და ფორმულა შეეშალათ? ამას არავინ დაიჯერებს, ვინც ობიექტურად იფიქრებს“, - განაცხადა მდინარაძემ.