ნათია თურნავა - პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი

ცვლილება შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ - გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დამატებულ დარგებს შორისაა სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ასევე ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და ჩარხების წარმოება, ლოგისტიკური სერვისი და საწყობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები და სხვ.

"იცით, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, ერთ ლარად გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ - განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგიონებში, აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. შესაბამისად, უკვე გვაქვს დარგების ფართო ჩამონათვალი, დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას ეს მიწა გადაეცემა,“ - აღნიშნა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა