ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილეებს კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება აღარ ექნებათ

„პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული ცვლილებით, პროგრამის ბენეფიციარებს უმარტივდებათ პირობები და მათ აღარ ექნებათ კონკრეტულ ვადაში კონკრეტული რაოდენობის პროდუქციის გამოშვების ვალდებულება“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ თხოვნით მთავრობას ხშირად მიმართავდნენ პროგრამის ბენეფიციარი საწარმოები, რომ მომხდარიყო ვალდებულებით განსაზღვრული პროდუქციის იმ რაოდენობის გადახედვა, რასაც ისინი აწარმოებდნენ.

„ისეთი დინამიური ვითარებაა ახლა საქართველოს ეკონომიკაში, რეგიონში და მსოფლიოში, რომ ეს უკვე ზედმეტ ბიუროკრატიულ წნეხად აწევთ მეწარმეებს. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ამას, რომ თუ ინვესტორმა ჩადო ინვესტიცია, ბუნებრივია, ის მოწადინებულია, გამოუშვას პროდუქცია და მიიღოს უკუგება. მაგრამ პროდუქციის გამოშვება ხშირად დამოკიდებულია ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც ცვალებადია, განსაკუთრებით რთულ და კრიზისულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, ვამარტივებთ მიდგომას და კონკრეტულ თარიღებში პროდუქციის კონკრეტული რაოდენობის გამოშვების ვალდებულება იქნება მოხსნილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო