„ვივამედიში“ აცხადებენ, რომ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ „ინტეპრსენიუსს“ კლინიკის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, უცნობია მოტივი, რის გამოც თავს დაესხნენ დაცვის თანამშრომელს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.

„დაცვის თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. საოპერაციოში იმყოფება. შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა. მიზეზი გაურკვეველია, პრეტენზია არ ჰქონდათ სამედიცინო პერსონალის მიმართ, იქ რა მოხდა, არავინ არ იცის, გამოძიება მიმდინარეობს“, - აცხადებენ კლინიკაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:"ვივამედიში" აცხადებენ, რომ კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაჭრილია დაცვის თანამშრომელი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს