ანრი ოხანაშვილი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე - თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არასწორი ცვლილებაა, არსებობს შესაძლებლობა, მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები

თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის არასწორი ცვლილება, არსებობს მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსების თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციაში გამოთქმული კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ალოგიკურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სულისკვეთებას, რომ პარტიებმა დაფინანსება მიიღონ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა პარლამენტში წარმოდგენილნი.

"დაფინანსებას არ ვუწყვეტთ არავის, რაც აქვთ მიღებული დაფინანსება, აქვთ მიღებული. კანონი როცა ამოქმედდება, ის ყველას დაუტოვებს არჩევანის თავისუფლებას, პარტიებს კანონი შესთავაზებს, რომ თუკი სურთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა, განახორციელონ, სულ მცირე ნახევარი მანდატი მაინც აითვისე, არსებული მინიჭებული მანდატის ან არასაპატიო მიზეზით არ გააცდინო, მაგრამ ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ არასაპატიო მიზეზით გააცდენენ და დაფინანსება მაინც უნდა მიიღონ. თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს არის არასწორი ცვლილება, არსებობს მათთვის შესაბამისი შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ პარლამენტში, დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები“ ,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გაურბის არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ საზოგადოებას. ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, თუკი დღეს საქართველოში ვინმე ქვეყნის მტრის ინტერესებს ატარებს, ესენი არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან იმ ელჩებს, რომელთა ქვეყნებიც წლებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან და მხარს უჭრენ დეოკუპაციას.

„თუკი ვინმე რუსულ ინტერესს ატარებს ესენი არიან სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფები. მობრძანდნენ პარლამენტში, მე მესმის, რომ ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, ერთი მხრივ უპრეცენდენტო რამ ხდება, რაც ძალიან სამარცხვინოა და სამწუხარო, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ ამბიცია პროდასავლურობაზე, ჩვენს პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ახარებენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოს. მესმის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არიან, შესაძლოა, მათ ამ დამოკიდებულების გამო, რაც საზოგადოებას აქვს მათ მიმართ, რადგან ფარდა აეხადა მათ ე.წ. პროდასავლურობას, უჭირთ საზოგადოების წინაშე გამოჩენა და არგუმენტებით საუბარი, თუმცა, მათ უნდა გადადგან ეს ნაბიჯი და მობრძანდნენ, თუ რაიმე კითხვები აქვთ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით რაც არის წარმოდგენილი, არსებობს ამისთვის საპარლამენტო ტრიბუნა, მოვიდნენ, დასვან შეკითხვები. რატომ აკრიტიკებენ ამ პროექტს გარედან და ვერ შემოდიან პარლამენტში ? - იმიტომ რომ საზოგადოება დაინახავს იმ დებატების დროს, რომელიც შეიძლება წარიმართოს იმ შემთხვევაში თუკი ისინი შემოვლენ პარლამენტში, რამდენად არ აქვთ მათ არგუმენტები. ისინი გაურბიან არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არამედ გაურბიან საზოგადოებას", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა