ანრი ოხანაშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე - სამწუხაროა, როცა პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მარგინალური და ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებენ

სამწუხაროა, როცა პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მარგინალური და ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებენ და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საგამოძიებო ორგანოების დისკრედიტაციას ცდილობდნენ, თუმცა, არ გამოუვიდათ.

"საგამოძიებო ორგანოებმა, ამ შემთხვევაში, პროკურატურამ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა და დაიდო ფაქტებზე და მტკიცებულებებზე შეჯერებული დასკვნა, რომლითაც არ ფიქსირდება დანაშაულის ნიშნები. ამიტომ სამწუხაროა, როცა პოლიტიკური ჯგუფი საკუთარი მარგინალური და ვიწროპარტიული ინტერესის გამო, ადამიანების ტრაგედიით მანიპულირებენ და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თუმცა ამას წერტილი დაუსვა იმ ინტენსიურმა საგამოძიებო მოქმედებებმა და ფაქტებმა რომელთან დაკავშირებითაც ყველამ მოვისმინეთ პროკურატურის მხრიდან", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს