სალომე სამადაშვილი - კობახიძის განმეორებითი გზავნილები არაფერს ცვლის, მაგრამ აჩვენებს, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული - შანტაჟი არც აქამდე გასვლიათ და არც დღეს გაუვათ!

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება არაფერს ცვლის, გარდა იმის დასტურისა, რომ ხელისუფლება ჩიხშია შესული.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ხელისუფლებას შანტაჟი არც აქამდე გასვლია და არც დღეს გაუვა.

„დღეს ირაკლი კობახიძისგან ახალი არაფერი მოგვისმენია, ეს მუქარები, ტონი და გზავნილები მან ჯერ კიდევ წინა ბრიფინგზე გააჟღერა. გვახსოვს, რომ ფაქტობრივად, მისი გამოსვლის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევიდა, რადგან მას შემდეგ მოლაპარაკებების არცერთი რაუნდი არ ჩატარებულა. ჩვენთვის კობახიძის განმეორებითი გზავნილები არაფერს ცვლის, მაგრამ ეს აჩვენებს იმას, რომ რეალურად, ხელისუფლება ჩიხში არის შესული. მათი ყველანაირი მცდელობა, რომ ზეგავლენა მოეხდინათ ოპოზიციის განწყობაზე, წარმატებით ვერ დამთავრდა. ახლა კობახიძე ისევ შანტაჟის ენით საუბარს აგრძელებს. შანტაჟი არც აქამდე გასვლიათ და არც დღეს გაუვათ!“,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ერთსულოვანია და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში „ბიძინა ივანიშვილმა განხეთქილება ვერ შეიტანა“. სამადაშვილის აზრით, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის აზრის ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენს.

„ეს არის აბსურდი და კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ კობახიძეს საერთოდ არ ესმის პოლიტიკური პროცესები. როგორც 20 ივნისს, საკუთარი უგუნური გადაწყვეტილების გამო, იმ წუთში უნდა გადამდგარიყო და ეთქვა, რომ გადადგებოდა, როგორც კი სერგეი გავრილოვი მის სავარძელში აღმოჩნდა. მან ბიძგი მისცა იმ მოვლენებს, რაც ქართველი ხალხის დასახიჩრებით და უმძიმესი პოლიტიკური პროცესებით დასრულდა, ასევე არაშორსმჭვრეტელურად უყურებს ბატონი კობახიძე რეალობას. ეს პოლიტიკური უმწიფრობაა, რაც აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება გახდეს წამყვანი პოლიტიკური ფიგურა, მაშინ, როდესაც არანაირი ბიოგრაფია, პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. როგორც ჩანს, ის ახდენს ზეგავლენას ივანიშვილის აზრის ფორმირებაზე. როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ივანიშვილის განწყობა არის უფრო რადიკალური პოზიცია, შეთანხმების ჩავარდნისკენ მიმართული და ამ პოზიციას ხმა აუწყო, რადგან დღეს ის გვევლინება „ქართული ოცნების“ ხაზის მთავარ გამჟღერებლად “,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს