დავით მათიკაშვილი - პარტია, რომელიც ამბობს უარს მანდატზე, ხალხის ნდობაზე და დებს თაროზე, ხალხიდან წასული ფულით უნდა დაფინანსდეს?

ოპოზიციას, მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა შეექმნა სურათი, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ყველა გზით ცდილობდნენ გამოეძებნათ „ხვრელები“ იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარით აეგორებინათ საქართველოში სიტუაცია ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ და პარტნიორებმა აღიარეს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა.

მათიკაშვილი ასევე გამოეხმაურა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, დაფინანსება შეუწყდებათ.

„ის, ვინც უარს ამბობს შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც გააჩნია პოლიტიკურ პარტიას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რაც არის პოლიტიკის წარმოება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ამ ვალდებულების შესრულებისთვის ჩემი, თქვენი და ჩვენი საზოგადოების ჯიბიდან წასული გადასახადებით ფინანსდება და ბიუჯეტიდან ხდება ამ პარტიების დაფინანსება, უნდა დაფინანსდეს? მე ვსვამ კითხვას, პარტია, რომელიც უარს აცხადებს განახორციელოს ის ვალდებულება, რომელიც მას კონსტიტუციამ და კანონმა მისცა, ამ ყველაფერზე გამარჯვებაზე, მანდატზე, ხალხის ნდობაზე ამბობს უარს და ამ ყველაფერს დებს თაროზე, ხალხიდან წასული ფულით უნდა დაფინანსდეს ეს პარტია?, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს