კახა კალაძე - წელს თბილისს სოლიდარობის ქალაქად ვაცხადებთ - დარწმუნებული ვარ, ახალი წელი ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს მოიტანს

ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, რომ დღეს არსებული ეპიდვითარების გამო, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას მოქალაქეები ვერ ესწრებოდნენ და ღონისძიების ნახვა მხოლოდ პირდაპირი ეთერის საშუალებით იყო შესაძლებელი.

„მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო იმიტომ, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს. დღეს ბარბარობაა და მინდა მოგილოცოთ, მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს. ჩემო პატარა მეგობრებო, გჯეროდეთ, არ არსებობს ბოროტება, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომითა და სოლიდარობით. პირველად ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. დიახ, არ მოგესმათ. ჩვენ, ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების ტრადიციული რიტუალი არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნაა, არამედ გამოწვევა, არშეგუებაა იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო.

ჩვენ წელს ვაცხადებთ თბილისს სოლიდარობის ქალაქად, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც ამ პანდემიის დროს ქვეყანაში გვაქვს. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა, მხიარულება და ბავშვების კისკისი, ჟრიამული, ზუსტად ეს არის ის, რისიც ეშინია პანდემიას და კოვიდ 19-ს. მეგობრებო, სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მშვენიერია. დარწმუნებული ვარ, ახალი წელი მოიტანს ახალ იმედს და ჯანმრთელ მომავალს. ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იმ იმედით, რომ 2020 წელი იქნება გამარჯვებების, მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის წელი“,- განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს