ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რა საკითხებზე იმსჯელეს ბიუროს წევრებმა არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებენ და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებენ.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხები ბიუროს წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრაზე განიხილეს.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო თათბირი, ბიუროს წევრები შევიკრიბეთ. ახლა ხდება მიმდინარე სესიის დახურვა, ამავდროულად იქნება რიგგარეშე სესია, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა იქნება. ერთ-ერთი, პირველ რიგში, არის მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება და ახალი ბიუჯეტის მიღება. ამასთან ერთად, არჩეული დეპუტატების ნაწილმა შემოიტანა განცხადებები, რომელთა დაკავშირებითაც საპროცედურო კომიტეტში რეგლამენტის შესაბამისი ვადების დაცვით და შესაბამისი წესით მოხდება ამ განცხადებების განხილვა. მომავალი კვირიდან იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის მხრიდან წარდგენა მოხდება სწორედ მომავალ კვირას, როდესაც პარლამენტში მობრძანდება პრემიერი და მის მიერ ინიცირებული მინისტრთა კაბინეტი, პერსონალური შემადგენლობაც მის მიერ იქნება გაცხადებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა