კახა კალაძის განცხადებით, განიხილავენ რამდენად მიზანშეწონილი იქნება, „კომენდანტის საათმა“ ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე გადაიწიოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო განათებებზე დაახლოებით 700 000 ლარი დაიხარჯა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ეს თანხა ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენას მოხმარდა.

„დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი. ეს არის ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი. ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს.

რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს