სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, 18 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი III მასივის VII კვარტლის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ალადასტურის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ვაზისუბნის, ცხინვალის და ოდესის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ცინცაძის, ვერცხლის, კოტე აბხაზის, შალვა დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, ყავლაშვილის, ოქრომჭედლების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზეთისხილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა