გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე დუშეთის რაიონის სხვადასხვა სოფლის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლებში: ჩანადირთკარი, ბაგა, ბოდორნა, კოჭობის აგარაკი, საშაბურო, ყარსიმაანთკარი, ნაგლიანთკარი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნიჩბისი, ახალი ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი, ხიდისყური, ქსანი, მუხრანი, აღაიანი, ნატახტარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა