კვლევა - ახალშობილებს, რომელთა დედებიც კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სინგაპურის „სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.

ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომლების დედებიც კოვიდ 19-ით მაშინ იყვნენ ინფიცირებულები, როდესაც მშობიარობამდე შედარებით ნაკლები დრო იყო დარჩენილი, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

ამასთან, კვლევამ, რომელშიც 16 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე უფროსი ასაკის ქალებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო