საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარა - 230, იმერეთი - 338, ქვემო ქართლი - 216, შიდა ქართლი - 169, გურია - 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 53“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს