ვახტანგ გომელაური - პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ!

პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაურმა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს ფასდაუდებელი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

„2020 წელი ნამდვილად იყო მოულოდნელი და რთული გამოწვევების წელი. მსოფლიო ახალი „კოვიდ 19“-ის პანდემიის წინაშე სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა, ამ მხრივ არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ სრულიად შეცვალა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგი, შესაბამისად, ჩვენიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი გუნდი - სხვადასხვა დეპარტამენტის შემადგენლობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ახლაც მუშაობს. ერთდროულად ვზრუნავდით ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავდით და ვაკონტროლებდით საზღვარს, ვებრძოდით კრიმინალს, ვიცავდით ადამიანის უფლებებს, ვებრძოდით ხანძრებს და სტიქიებს, უზრუნველვყოფდით უსაფრთხო საარჩევნო გარემოს, ვასრულებდით ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვზრუნავდით საგზაო უსაფრთხოებაზე, ვაუმჯობესებდით ტექნიკურ აღჭურვას, ვზრუნავდით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესებაზე და ამ ყველაფრის პარალელურად, პანდემიის პირობებში, მთავრობასთან კოორდინირებულად, 24-საათიან რეჟიმში ვასრულებდით და ახლაც ვასრულებთ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

პოლიცია იყო და არის ყველგან, სადაც კი ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ! პანდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ ფასდაუდებელი შრომისათვის.

პანდემიის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი დანაყოფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ. გვიწევდა საგუშაგოების მოწყობა, ჩაკეტილი ქალაქების კონტროლი. ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ ამ ქალაქებში თვეობით ჩარჩენილი, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ჩვენი პოლიციელები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში, რაც კონკრეტულ ციფრებში აისახა კიდეც“, - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა