ვახტანგ გომელაური - უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ

უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არა ახალ მინისტრთა კაბინეტში, დაელოდეთ! - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობაში მის წარდგენას ეხებოდა.

გომელაურის განცხადებით, იქნება თუ არა ის კვლავ შს მინისტრი, ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.

"რამდენიმე დღე დარჩა და დაველოდოთ, წინასწარ მოდი არ ვიმსჯელოთ ამაზე. უხერხული იქნება ჩემი მხრიდან ვთქვა ვიქნები თუ არ ვიქნები, დაელოდეთ",- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარაია დაასახელა. სწორედ მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

იხილეთ ვიდეო

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა