ვახტანგ გომელაური - ივნისისიდან სამინისტროში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო ამოქმედდა, რომელიც სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებითაა დაკომპლექტებული

ივნისიდან სამინისტროში არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო ამოქმედდა, რომელიც სპეციალიზებული გამომძიებლებითა და დეტექტივებითაა დაკომპლექტებული- ამის შესახებ შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა, სამინისტროს ანგარიშის წარდდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში UNICEF კონცეფციის და რეკომენდაციების შესაბამისად შეიქმნა ბავშვზე მორგებული გარემო.

ჩვენი ინიციატივით, 2020 წელს მიღებული კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რის შედეგადაც გამკაცრდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ძალადობისთვის სასჯელი, ასევე, შეიქმნა აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები", - განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა