ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ!

არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ! - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გომელაურის თქმით, 2020 წელი განსაკუთრებული გამოწვევების წელი იყო შინაგან საქმეთა სამინსიტროს ყველა დანაყოფისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი. ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამ მხრივ, არ შემიძლია არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები. აქვე ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონალური დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.

სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის, როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის არაერთხელ გავაკეთე განცხადება, არ გვიხარია ნამდვილად მათი დაჯარიმება. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ! პანდემიის დროს მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა დახმარებისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს