ანა დოლიძემ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სტატუსშეჩერებული სტუდენტების თემაზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრთან“ ერთად აქცია-პერფორმანსი გამართა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს მიმართა.

აქციის ორი ძირითადი მოთხოვნა პანდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლისთვის სასწავლო გადასახადის განახევრება და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს 2019-2020 სასაწავლო წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტუდენტის სტატუსის აღდგენა იყო.

ანა დოლიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ რკინის ჯებირზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტების სიის გამოკვრა სცადა, რისი საშუალებაც მას ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. დოლიძის განმარტებით, ხელისუფლება ვალდებულია სასწრაფოდ იმსჯელოს ამ საკითხზე და ,,არ ამოეფაროს ვითომ რაუნდებს რომლითაც მხოლოდ დროს წელავს“.

,,მსგავსი შიში მოქალაქის მხრიდან გამოხატული აზრისა და „სკოჩით“ მიკრული პეტიციის გამო ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მინახავს. პირველად ვნახე ასეთი ,,სკოჩოფობია“ ანუ დროებით შენობაზე პეტიციის გამოკვრის ასეთი პანიკური შიში. 75 000 ახალგაზრდა დღეს განათლების უფლებას ვერ იღებს, იმიტომ, რომ მათ ვერ გადაიხადეს სასწავლო გადასახადი. დღეს 80 000 სტუდენტს კითხვის ნიშნის ქვეშ აქვს დაყენებული მომავალი და განათლების უფლება. პანდემიამ ისინი დააზარალა და გადასახადს ვერ იხდიან, ეს ხელისუფლება ვალდებულია სასწრაფოდ იმსჯელოს ამაზე და არ ამოეფაროს ამ ვითომ რაუნდებს რომლითაც მხოლოდ დროს წელავს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო