„ვივამედის“ უსაფრთხოების სამსახურის დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

„ვივამედის“უსაფრთხოების სამსახურის დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. როგორც “ინტერპრესნიუსს” "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

“დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან, სუნთქვა არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, მაგრამ მისი მდგომარეობა მძიმეა და შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს”, - განცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედიში“ გარდაცვლილი პაციენტის ნათესავები შეიჭრნენ და დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც კლინიკაში განმარტეს, გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებს სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ „ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომლის დაჭრის საქმეზე ორი პირი გუშინ დააკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო