ეკა ბესელია - „ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, დასრულდება

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი, დასრულდება. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს ტვირთის ტარება და ამ გარემოცვაში ყოფნა, რომ აღარ უნდოდეს, გასაკვირი არაა.

„ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება, რადგან ივანიშვილს მათ შორის ჩემთანაც ნათქვამი ჰქონდა, რომ პარტიიდან წასვლას, პოლიტიკიდან დისტანცირებას აპირებდა. რამდენად მოხდება ეს რეალურად, ანუ სრულად რამდენად დისტანცირდება ეს მეორე საკითხია, თუმცა, პირველ რიგში, საყურადღებო, რომ „ქართული ოცნება" ივანიშვილის გარეშე, კობახიძის ამარა დატოვებული, როგორც პროექტი დასრულდება. „ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება" არ არსებობს. ის, რომ ივანიშვილს ტვირთის ტარება და ამ გარემოცვაში ყოფნა აღარ უნდოდეს, რაც მან თავად შექმნა, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებისგან სრულად დისტანცირდეს", - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, „ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა პოლიტიკიდან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო