პაატა დავითაია - თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ერთიანი საარჩევნო ბლოკი ვართ

თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, უნდა გაკეთდეს განაცხადი, რომ ვართ ერთიანი საარჩევნო ბლოკი, რომ ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტი გამოცხადდეს, ვინც მომავალში ამ ხელისუფლებას შეცვლის, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს რა იქნება მერე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„მე მექნება კონკრეტული საკითხები, რასაც დღეს დავაყენებ, მაინტერესებს ოპოზიციის შემდეგი ქმედება. თუ ოპოზიცია ერთიანია და ვატარებთ შემდგომ არჩევნებს, ისევ ასე ჩავატარებთ? ისევ ასე ცალკე ვაპირებთ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ? საუბარია იმაზე, რომ თუ ხელისუფლების შეცვლა გვინდა, ერთიანები უნდა ვიყოთ საარჩევნო სისტემაში. ჩვენ არ ვართ ერთიანი, რამდენი საარჩევნო ბლოკია, რამდენი პარტია ცალკე გავიდა, ამიტომ ვამბობ, რომ თუ ხელისუფლების ცვლილებას ვაპირებთ, ერთიანად უნდა დავსახოთ როგორ ვგეგმავთ ამას, რა სისტემით ვაპირებთ ცვლილებას, როგორი საარჩევნო კოდექსი იქნება. ცალ-ცალკე ფორმატებით ლაპარაკი შედეგს ვერ მოიტანს, ვადამდელი არჩევნებიც რომ იყოს, იგივე შედეგი დადგება რაც არის თუ ერთიანი სისტემა არ იქნება ჩამოყალიბებული. თუ ხელისუფლების ცვლილება გვინდა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ერთიანი სია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააკეთა და მათ ბლოკში ერთიანობას შეუშალეს ხელი, ამიტომაცაა ასეთი შედეგი“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან სანქციების გამოყენება სიტუაციის განმუხტვის საშუალება არაა.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების მიმართ ფინანსური სანქციების გამოყენებას. იგივე მცდელობა იყო 2008 წელსაც და წინა ხელისუფლებას ეს არ გაუვიდა და იძულებული იყო დაებრუნებინა შეჩერებული დაფინანსება პარტიებისთვის. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ მათაც იგივე მოელით, რადგან ესაა ყველა შეთანხმების დარღვევა, რაც თავის დროზე, 2008 წელს სტრასბურგში პარტიების მიმართ იყო მიღწეული და ევროპის საბჭოს მხრიდან ამას მკვეთრი რეაქცია მოჰყვება“,-განაცხადა პაატა დავითაიამ.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო