კახა კახიშვილის განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი პარტიაში არ განიხილება

"ქართული ოცნების" დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი პარტიაში არ განიხილება.

"რაც შეეხება გადაწყვეტილებას რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი მიდის პარტიიდან და ირაკლი კობახიძე ინიშნება პარტიის თავმჯდომარედ ან რაღაც ყრილობა მზადდება, ამის შესახებ ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი საკითხი არ განიხილება. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ის არის ამჟამად პარტიის თავმჯდომარე. თქვენ თუ ფიქრობთ რომ პასიურია, მე რამდენადაც ვიცი პასიური არ არის, იმიტომ რომ ის მართავს პარტიულ შეხვედრებს და აქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტიის ხელმძღვანელ პირებთან", - განაცხადა კახიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს