გიგა ბოკერია -  ვისაც ძალაუფლება აქვს  ხალხს ეუბნება, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება 2  სცენარი, ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ლეგიტიმური რევოლუცია, პირველი  კატასტროფაა და არც მეორე გვსურს, გვსურს ვადამდელი არჩევნები

“ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციას ვადამდელი, ნორმალური არჩევნები სურს. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში განუცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციის ამოცანაა საზოგადოებასთან მუშაობა და გზავნილის მიტანა, თუ რატომ არის სწორი გზა ვადამდელი არჩევნები.

"ჯერ ერთი, ახლა რომც ჩაშალოს მოლაპარაკებები ივანიშვილის რეჟიმმა ამ მუქარებისა და ავტორიტარული ნაბიჯების ფონზე, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება მაინც მოუწევს. ამ მყარი პოზიციის ფონზე, რაც მთლიანად ოპოზიციამ შეინარჩუნა, შემდეგი ფაზა არის სამოქალაქო პროტესტის სხვადასხვა ინტენსივობით გაგრძელება, ოღონდ მყარად. ასევე, საზოგადოებასთან მუშაობა და ყველასთან ჩვენი გზავნილის მიტანა-რატომ არის ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი, ნორმალური არჩევნები, რომ ამის ალტერნატივა ქვეყნისთვის ყველა შემთხვევაში არის კატასტროფა, ან ერთნაირი კატასტროფა ან სარისკო სცენარი",- განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, სარისკო სცენარი რევოლუციაა?! ბოკერია პასუხობს "თუნდაც, დიახ". ამასთან, კითხვაზე, განიხილავს თუ არა ოპოზიცია ამ გეგმას, ბოკერია განმარტავს, რომ "არა".

"მესმის, რომ ივნიშვილის პროპაგანდას საკითხის დაყენება ასე სურს. ჩემი განცხადებებიდან გამომდინარე ამ დასკვნას ვერ გამოიტანდით. ანუ, ვისაც ძალაუფლება აქვს ეუბნება ხალხს, რომ არჩევნებს ვაუქმებ, რჩება ორი სცენარი, თუ ეს გაუვიდა - ან დიქტატურისკენ სვლის შეგუება ან ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუცია. პირველი რომ გვქონდეს კატასტროფაა და არც მეორე გვსურს. ამიტომ, გვსურს ვადამდელი ნორმალური არჩევნები", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ერთიანი ბლოკის ჩამოყალიბებაზე საუბარს, ბოკერია განმარტავს, რომ ახლა ეს არ არის რელევანტური საკითხი.

"ახლა, რელევანტური საკითხია ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიღწევა იმ უზარმაზარი ზიანის ფონზე, რაც ივანიშვილის რეჟიმმა უკვე მიაყენა ქვეყანას. ჯერ უნდა მივაღწიოთ ნორმალური, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ჩვენ განვიხილავთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შარი ქვეყანას ავაცილოთ და იყოს ვადამდელი, ნორმალური არჩევნები", - განაცხადა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია