ნიკა მელია - როცა ყველა ინსტიტუტს აუქმებ, ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, სასამართლო აღარ არსებობს, საზოგადოების პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში  და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში

ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი.

„მოდით, კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ რა ხალხიც აქ არის შეკრებილი, ჩვენ ბევრი არაფერი არ გვაერთიანებს, მაგრამ უსამართლობამ შეგვკრიბა და კონკრეტულად არჩევნების გაყალბების თემამ. წარმოუდგენელი შედეგია, ამ წუთის მდგომარეობით მიღწეული, როდესაც ოპოზიციამ არ გაუფორმა ივანიშვილს მოპარული არჩევნები. ეს ძალისხმევა გაძლიერდება ოპოზიციის მხრიდან და ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სწორედ ამაზე იყო დღეს საუბარი. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში გეგმა არის და იქნება, მაგრამ არ არის აუცილებელი თქვენ იცოდეთ. მთავარია, ან ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს და საღი აზრის ფარგლებში მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს. როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ბუნებრივია, ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება მათ შორის, მშვიდობიან რევოლუციაში”, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო