ნინო ბურჯანაძე - თუ მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდი პარტიებს განადგურებითა და გაუქმებით ემუქრება და ამაზე ოპოზიციას რეაგირება ექნება.

როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ოპოზიცია დასავლელ პარტნიორებთან ინტენსიურად იმუშავებს.

„განსახილველი თემა იყო, საგანგებოდ აღინიშნა და მეც აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების და იმ ადამიანების გადაწყვეტილება, რომელთაც განცხადებით მიმართეს პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. მათი ეს ერთობა და გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჩვენი რეაგირება უნდა მოჰყვეს იმ უმსგავსობას, რაც გახმოვანდა კობახიძის პირით, რომ პარტიებს პრაქტიკულად განადგურებით და გაუქმებით დაემუქრნენ, არაფერს ვამბობ ფინანსურ განადგურებაზე, შემდეგ თავისუფალი მედიის ჯერიც დადგება, ესეც დაანონსდა და ამაზე რეაგირება გვექნება. მოვამზადებთ საინფორმაციო დოკუმენტს და ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ მეტი კოორდინირებაა საჭირო ოპოზიციას შორის.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე ხელისუფლებასთან ვერ შეთანხმდებიან, გაზაფხულზე ოპოზიცია აქციებს დაიწყებს.

„გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს. თუ მანამდე მოხერხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, აქციები არ იქნება. თუ არ მოხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი დემოკრატიული, კონსტიტუციური, კონვენციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო