ანრი ოხანაშვილი - არც ერთ ხელმოცარულ პოლიტიკოსს არ მივცემთ რადიკალური პროცესების მართვის საშუალებას

არც ერთ ხელმოცარულ პოლიტიკოსს, რომელიც პირადი ბოღმისა თუ სხვა ინტერესების გამო პოლიტიკურ სივრცეში აქტუალური აღარ არის და ხალხის დაშინების და დაჩაგვრის ბერკეტი აღარ აქვს, არ მივცემთ რადიკალური პროცესების მართვის საშუალებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმეს მშვიდობა არ სურს და ახორციელება დესტრუქციას, ეს ის რადიკალური ჯგუფები არიან, რომლებიც ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი სცენარისათვის.

„მათ სურთ შექმნან სურათი, რომ ფაქტები არაფერს ნიშნავს - მთავარია აღქმა და მთავარია ის, რაც მათ სურთ. ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად აფასებს. ამის შედეგია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. საბედნიეროდ, დამთავრდა დრო, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარება ამ რადიკალური ჯგუფების გადასაწყვეტი იყო", - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ისაა, რომ არიან მართლები და ფაქტები და არგუმენტები მათ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს არის მხოლოდ დესტრუქცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა