კომპანია “თელასს” საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მეორედ გადაეცა

კომპანია „თელასს“, „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო” ნომინაციაში მსხვილი არასაფინანსო კომპანიები, მეორდ გადაეცა.

„თელასის“ ინფორმაციით, პროექტი „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო“ საქართველოში პირველად 2019 წელს განხორციელდა. მათი ცნობით, პროექტის მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესება ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე.

კომპანიის ინფორმაციით, წელს კონკურსი ოთხ ნომინაციაში გაიმართა: მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი თანამშრომლით); მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები თანამშრომლით); საპატიო ჯილდო - საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში. დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს Online-ფორმატში გაიმართა.

კონკურსი ტარდება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ კონკურსში გამარჯვება. „თელასის“ საქმიანობა მაქსიმალურად გახსნილი და გამჭვირვალეა აქციონერთათვის, ინვესტორებისათვის, ბიზნეს-პარტნიორებისა და საზოგადოებისათვის“ - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

„თელასის“ ცნობით, ის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე შპს "ბესტ ენერჯი გრუპ"-ის საკუთრებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა