Reuters - თურქეთმა სირიიდან 7 სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა

თურქეთმა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შვიდი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თურქი სამხედროები სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გავიდნენ და თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების კონტროლირებულ ზონაში გადაინაცვლეს.

წყარო Reuters-თან საუბარში ამბობს, რომ ევაკუაცია არ ნიშნავს ჯარების გაყვანას ან რაოდენობის შემცირებას და მხოლოდ ადგილმდებარეობის ცვლილება ხდება.

თურქეთმა სირიაში ათი სამხედრო პუნქტი 2018 წელს განათავსა, რუსეთსა და ირანთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომლის მიზანიც სირიის მთავრობას და ამბოხებულებს შორის საომარი მოქმედებების შეჩერება იყო.

თურქეთის რამდენიმე სამხედრო პუნქტს გასულ წელს სირიის სამთავრობო ძალებმა ალყა შემოარტყეს. მაშინ თურქეთმა პირობა დადო, რომ ყველა პუნქტს თავის ადგილზე დატოვებდა, თუმცა ოქტომბერში მან გაყვანის პროცესი დაიწყო.

Reuters-ის წყაროს განმარტებით, ევაკუაცია არ ნიშნავს ჯარების გაყვანას ან რაოდენობის შემცირებას და მხოლოდ ადგილმდებარეობის ცვლილება ხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა