ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია 27 დეკემბერს დაიწყება. ერთი დღით ადრე კი ქვეყანა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი კოვიდ -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილამ გააკეთა.
„მინდა გაცნობოთ, რომ ვაქცინაცია ესპანეთში 27 დეკემბერს დაიწყება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაქცინების დოზებს 26 დეკემბერს მივიღებთ. ეს დასასრულის დასაწყისია, მაგრამ ეს არ არის დასასრული“, -
განაცხადა მინისტრმა. მან ვაქცინების დოზების ზუსტი რიცხვი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა „მნიშვნელოვანი“ რაოდენობის ვაქცინას მიიღებს.