სერგი კაპანაძე - იგივე კაბინეტის ნომინირება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის მომავალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების წარდგენას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, იგივე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება, კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს.

„იგივე კაბინეტის ნომინირება, თან გაყალბებული არჩევნების და ამ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს, რომ კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად, ამ მთავრობას, არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი. ამრიგად, ამ მთავრობის სერიოზულად აღქმა იქნება ძალიან რთული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მოსახლეობას მოუწევს მერე ამ ზარალის ნახვა და თავის თავზე წნევა ასეთი დამოკიდებულების ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა. წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეეხო. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდუდატურა შესთავაზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა