დავით სერგეენკო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე - ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, იქნება კრიტიკული კითხვები

ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, იქნება კრიტიკული კითხვები , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით სერგეენკო პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში არყოფნა ნაკლებ მუხტს დატოვებს, თუმცა, უმრავლესობას ექნება კრიტიკული და საქმიანი კითხვები.

"ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პოზიციის ეტიკეტის გამო არ დავსვათ კრიტიკული კითხვები. მე ვფიქრობ, კრიტიკული კითხვები აუცილებლად იქნება და რა მიმართულებით და რა ფორმატით, მე ეს ვნახე მაშინ, როცა 8- ჯერ მოხდა ისე, რომ პარლამენტში მამტკიცებდნენ მინისტრად. ჩემთვის კარგად ცნობილია ეს ფორმატი. ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს ამაში, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, ნამდვილად იქნება კრიტიკული და საქმიანი კითხვები", - განაცხადა სერგეენკომ.

მან ასევე შეაფასა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე და აღნიშნა, რომ მას 2012 წლიდან იცნობს.

"ახალ კანდიდატს ბატონ გოჩას წლებია ვიცნობ, ალბათ 2012 წლიდან და მხოლოდ დადებითი წარმოდგენა მაქვს მასზე. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე საფუძვლიანად ვარ გარკვეული მის ხედვებში. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში, როცა მომავალი კაბინეტის წევრები მოვლენ პარლამენტში და საჯაროდ წარმოადგენენ თავის გეგმებს და ხედვებს", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის საქმიანობის შეფასებას, როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ ეტაპზე რაიმე შეფასების გაკეთება ნაადრევია.

"პანდემია ყველაზე რთული გამოწვევაა მსოფლიოსთვის არასაომარ ვითარებაში. ახლა რაიმე შეფასების გაკეთება ნაადრევი მგონია. ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ექიმები, ექთნები, ინჟინრები ყველაფერს აკეთებენ პაციენტების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარუდგინა. წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას შეეხო. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდუდატურა შესთავაზა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა