პარლამენტის ნდობის ჯგუფში ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი არიან წარმოდგენილი

პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირების მიზნით, უმრავლესობამ საკუთარი კვოტით ნდობის ჯგუფის წევრები წარადგინა. ნდობის ჯგუფს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს. უმრავლესობის კვოტით ჯგუფის წევრები არიან ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი.

ნდობის ჯგუფში ორი წევრის წარდგენის უფლება საპარლამენტო ოპოზიციას აქვს.

ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ნდობის ჯგუფი ფინანსებთან დაკავშირებით საკითხებს იხილავს, მის შემადგენლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი.

ნდობის ჯგუფის შემადგენლობას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ცნობად მიიღებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო