იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 27 დეკემბერს შევა

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა იტალიაში 27 დეკემბერს შევა. მასობრივი ვაქცინაცია კი საშობაო და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ 2021 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

„დავიწყებთ 27 დეკემბრიდან, მაგრამ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება წმინდა ეფიპანეს დღესასწაულის მეორე დღეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ევროკომისარმა პანდემიის საკითხებში დომენიკო არკურიმ მანამდე გააჟღერა ვაქცინაციის გეგმა, რომელიც განხორციელდება რეგიონალური ხელისუფლებების კოორდინაციით.

მისი თქმით, 27 დეკემბერს ხელმისაწვდომი იქნება 9750 დოზა Pfizer – BioNtech-ის ვაქცინა. პირველი დოზები მიეწოდება რომის ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს, საიდანაც მოხდება ვაქცინის სხვა რეგიონებში გადანაწილება.

მისივე თქმით, თავდაპირველად, ვაქცინას მიღებენ მედიკოსები, შემდეგ კი რისკჯგუფში შემავალი ადამიანები. თებერვალში დაიწყება მასშტაბური აცრები ხანდაზმულ ადამიანებში. იტალიელთა დიდი ნაწილის აცრას იტალიის ხელისუფლება შემოდგომისთვის ვარაუდობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა